Work

Hostilities in Abkhazia in March 1993

Year: 2024
Type: article
Abstract: 1993 წლის 14 მარტს სეპარატისტებმა გუმისთის ფრო­ნ­ტ­ზე მასშტაბური შეტევა წამოიწყეს. მათ ამ ბრძოლაში დაქირავებულ მებრ­ძო­ლე­ბთან ერთად რუსული შენაერთები შეიარაღებით, ტყვია-წამლით, ასევე სამანევრო, საჰაერო და საარტილერიო საშუალებებით მხარს უჭერდნენ. სეპარატისტებმა ფრონტის ხაზის გარღვევა, ქართული მხარის პოზი­ცი­ების სიღრმეში შეღწევა და სოხუმის გარეუბნებისკენ შეტევის განვითარება შეძლეს. თუმცა 16 მარტის 17 საათისთვის, ქართული შენაერთების თავგა­ნ­წი­­რული ბრძოლებისა და დროული კონტრშეტევის შედეგად ფრონტის ხა­ზი აღდგა. ხოლო 17 მარტის, დილით ქართული მხარე შეტევაზე გადავიდა და გუმისთის მარცხენა მხარე მთლიანად გაწმინდა. ომის დაწყებიდან სეპარატისტებს არც ერთ ბრძოლებში ასეთი დიდი დანაკარგი არ განუცდიათ. ისინი ფსიქოლოგიურად დემორალიზებულები იყვნენ. ქართული მხარისთვის გუმისთის ფრონტზე კონტრშეტევისთვის ხე­ლ­საყრელი ვითარება საკმაოდ მომწიფებული იყო, რასაც აფხაზეთის ომში შეიძლება გარდამტეხი როლი ეთამაშა და ქართული მხარისთვის გადა­მ­წ­ყვეტი გამარჯვებაც კი მოეტანა. თუმცა ეს არ მოხდა. მარტის ბრძოლების შემდეგ გუმისთის ფრონტზე მცირე ხნით სიმშ­ვი­დემ დაისადგურა. თუმცა ეს სამშვიდობო პაუზა აფხაზურმა მხარემ, ქა­რ­თუ­ლი მხარისგან განსხვავებით პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა.
Author: Otar Dolidze
Language: English
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402755454
FWCI:
Cites:
Cited by:
Related to: 10