Year: 2024
Type: article
Abstract: ენის სიმდიდრე განისაზღვრება არა მარტო ლექსიკური მარაგისა და გრამატიკული შესაძლებლობების სიმდიდრით, არამედ კონცეპტოსფეროს მრავალფეროვნებითაც. კონცეპტუალურ სფეროს ქმნის კონცეპტთა, როგორც სემანტიკურ ერთეულთა ერთობლიობა. სწორედ ეს სფერო შეესაბამება მენტალობას, როგორც სამყაროს ხედვის საშუალებას. ნაშრომში შესწავლილია ქართველი პოეტის დარიკო ფიფიას ლექსები, რომლებიც 2020 წლის კრებულში გამოქვეყნდა. გამორჩეულია ამ ლექსების კონცეპტოსფერო, რომელთაც განსაკუთრებული ლექსთწყობა, ემოციები და გრძნობის ერთიანობა გააჩნიათ. კონცეპტთა კვლევა იძლევა ადამიანის მენტალური სამყაროს გააზრების საშუალებას. დარიკო ფიფიას ლექსებში ჭარბობს კონცეპტი „მზე“, რომელიც მთავარი აზრის გამოხატვის ფუნქციით დატვირთული სიტყვაა. ლექსების კრებულსაც „ორი მზე“ ჰქვია და მასში დომინანტია მზე, რომელიც ერთ - ერთი უნივერსალური სახე და სიმბოლოა მარადისობისა. მზის სიმბოლო დარიკო ფიფიას შემოქმედებაში უამრავ კონოტაციურ მნიშვნელობას აჩენს, მათ შორის ბიბლიურს, არქეტიპულს, მითოსურს, ასტრონომიულს, პოეტურს.
Author: Tamila Zviadadze
Institution: Sokhumi State University
Language: English
Subfield: Literature and Literary Theory
Field: Arts and Humanities
Domain: Social Sciences
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402767270
