Work

Structural forms of denominative verbs and deverbalization tendencies in the southern sub-dialects

Year: 2024
Type: article
Abstract: ნასახელარი ზმნები და ნაზმნარი სახელები ენის ლე­ქ­სი­კუ­რი ფონდის გამდიდრების ერთ-ერთი საშუალებაა. მისგან ახალ ზმნათა წა­­რ­მო­ე­ბა კი კიდევ უფრო საინტერესოა ხელახალი სიტყვაწარმოების თვალ­სა­ზ­რი­სით. საკითხი საინტერესო და აქტუალურია (განსაკუთრებით სამხრულ კი­­­ლო­­ებში) უცხოურ ფუძეთაგან ნაწარმოები ნასახელარი ზმნების შე­მ­თ­ხ­ვე­ვა­ში. პუბლიკაციის მიზანია, ნაზმნარ სახელთაგან ნაწარმოებ დენომი­ნა­ტი­ვ­თა შესწავლა სამხრული კილოების: აჭარულის (შიდა დიალექტი) და შავ­შუ­რის, კლარჯულის, ტაოურის (გარე დიალექტები) მიხედვით; ქართულ და უც­ხოურ (აღმოსავლურ) ნაზმნარ სახელთაგან ნაწარმოები ზმნების გაანა­ლი­ზე­ბა. სამხრულ კილოებში ნასახელარი ზმნის ფუძეთა უმეტესობა საწყისია: გვადუნი, ბლაყუნი, ლარწუკი... ფერხულობს, ებადუნება, ეგვადუნება, ებ­ლა­ყუ­ნება, ელარწუკება და ა. შ.; ზოგი მათგანი ფუძეგაორკეცებულია: ცუნ­ც­რუ­კებს, პუკპუკებს, წიკწიკებს. მასდარისგან ნაწარმოები ფორმა ცოტაა: ჯი­ნ­ქ­ვავს, აფეშვებს. საინტერესოა ტაოურში დადასტურებული ხვარათობა, ფარ­თო­ბა... აქ დიალექტიზმები ჭარბობს არქაიზმებს. საკმაოდ პროდუქტიულია ახალ ზმნათა უცხოური ნაზმნარი სახე­ლე­ბი­სგან წარმოება, განსაკუთრებით ბევრია საწყისთაგან ნაწარმოები ნასა­ხე­ლარი ზმნა: ტაღლუჯობა, ქიბრობა, ყაშმერობა, ყაჯირობა, ფიშმანობა, ზახ­მე­თო­ბა, მერაყობა, ყეჰრობა, ხიზმეთობა, ყავღობა, ჩინგნობა, ჰევესობა, დადი­ნ­გ­ლება, დასუნნათება, დაბარიშება, წაყათმიშება, გათერბიელება. კვლევის პერსპექტივაა სამხრული დიალექტური მასალების გამო­წ­ვ­ლი­ლვით შესწავლა და შედარება ქართული ენის სხვა კილოებთან; ასევე ნასახელარ ზმნათა სტრუქტურული ყალიბების აღწერა და გაანალიზება.
Author: Nato Beridze
Language: English
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402768502
FWCI:
Cites:
Cited by:
Related to: 10