Year: 2024
Type: article
Abstract: XI საუკუნის დასაწყისისთვის ფეოდალური საქართველო პოლიტიკურად ერთიანი სახელმწიფოა და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების ახალ საფეხურზე დგას. XI საუკუნის 30-50-იან წლებში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე შემდეგი საგარეო-პოლიტიკური ამოცანები დგას: ბიზანტიის იმპერიის დამორჩილებისგან თავის დაღწევა და ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვება. პოზიციების განმტკიცება კავკასიაში და მოკავშირეების მოძიება. საქართველოს ერთ-ერთ ასეთ მოკავშირედ ითვლებოდა ოვსეთის სამეფო. ამ დროისთვის ოვსეთის სამეფოს პოლიტიკური წონა გაორმაგდა. X საუკუნეში ჩამოყალიბებული ოვსეთის მძლავრი სამეფო მაშინვე იქცა აქტიურ სამხედრო-პოლიტიკურ ძალად მთელს კავკასიაში, რომელიც ანგარიშვალდებული იყო მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის ბიზანტიის იმპერიის წინაშე. XI საუკუნეში ქართველი მეფეები გიორგი I და ბაგრატ IV დინასტიური ქორწინების გზით ცდილობდნენ სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დამყარებას ოვსეთის სამეფოსთან და მის ანტიბიზანტიურ კოალიციაში შეყვანას.
Author: Ia Jichonaia
Institution: Sokhumi State University
Language: English
Subfield: Classics
Field: Arts and Humanities
Domain: Social Sciences
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402768670
