Work

Abkhazia "issue" and Western European states (England, Fra-nce, Germany) in 1918-1920

Year: 2024
Type: article
Abstract: ნაშრომში განხილულია აფხაზეთის საკითხი დასავ­ლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ინგლისის, საფრანგეთისა და გერ­მა­ნიის საგარეო პოლიტიკაში, 1918-1920 წლებში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921 წწ.) აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი იყო და საქართველოს მაშინდელი ხე­ლი­სუფლება ცდილობდა, რეგიონში არსებული სეპარატისტული გა­ნ­წ­ყო­ბე­ბის დაძლევას. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ, სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების გაძლიერებული ინტერესების ფონზე, როგორი იყო მათი დამოკიდებულება აფხაზეთის საკითხისადმი. ნაშრომში საკითხის ირგვლივ არსებული საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლი­ტე­რა­ტურის ისტორიულ-შედარებითი მეთოდით გაა­ნა­ლი­ზების სა­ფუ­ძ­ვე­ლზე აღდგენილია 1918-1929 წლების ისტორიული სურათი და გამოტანილია დასკვნები: ევროპის წამყვანი ქვეყნების (ინგლისი, საფრან­გე­თი, იტალია) საერთაშორისო პოლიტიკაში აფხაზეთის „სა­კითხი“, როგორც ცა­ლკე მდგარი სა­კი­თ­ხი, არ გამხდარა არანაირი მსჯე­ლო­ბის საგანი. მოკავ­ში­რე ქვეყნები (ინ­გ­ლი­სი, საფრანგეთი, იტალია) და აშშ-ც უპი­რობოდ ცნო­ბ­დ­ნენ საქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკრატიული რესპუბლიკის ტე­რი­ტო­რიულ მთლია­ნო­ბას. რაც შეეხება გე­რ­მანიას, მისი ხელისუფლება აფხაზეთს (სო­ხუმის ოკრუგს) ყველა ოფი­ცი­ა­ლურ შეხვედრებზე თუ დოკუმენტებში გა­ნი­ხი­ლავდა საქართველოს დემოკ­რა­ტიული რესპუბლიკის ორგანულ ნაწილად და სამ­ხე­დ­რო ძალასაც არ იშუ­რებდა თუ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტე­რი­ტო­რიულ მთლია­ნო­ბას საფრთხე შეექმნებოდა.
Language: English
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402768696
FWCI:
Cites:
Cited by:
Related to: 10