The Issue of Georgian Migration to the North Caucasus in the Second Half of the 19th Century and the Beginning of the 20th Century (According to the Georgian Press)
Year: 2024
Type: article
Abstract: საქართველოდან ქართველთა მიგრაციის თემა ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად შესწავლილი საკითხია. ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე ქართველთა პირველი დასახლებები XVIII საუკუნეში კასპიისპირეთსა და თერგისპირეთში დაარსდა. XIX საუკუნიდან ქართველთა გადასახლება გააქტიურდა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მთავარ სატრანზიტო, სამაგისტრო გზას - დარიალის ხეობას, იგივე „არაგვისკარს“ ენიჭებოდა, რომელსაც XIX საუკუნიდან „საქართველოს სამხედრო გზა“ ეწოდა. ამრიგად, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩრდილო კავკასიაში შეიქმნა ქართველების საკმაოდ მრავალრიცხოვანი და კარგად ინტეგრირებული დიასპორა. ჩრდილო კავკასიაში ქართველთა მიგრაცია, ძირითადად საქართველოს მთიანი რეგიონებიდან - მთიულეთი, ხევი, რაჭა განხორციელდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩრდილო კავკასიაში არა მხოლოდ ქართველების მიგრაცია ხდებოდა, არამედ XVII-XVIII და XIX საუკუნეების დასაწყისში საქართველოში გადმოსახლებული ოსების უკან დაბრუნების მასიური შემთხვევებიც ფიქსირდება. აღნიშნული პროცესი ინტენსიურადაა გაშუქებული ქართული პრესის ფურცლებზე: „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „კლდე“, „განათლება“ და ა. შ. გარდა პრესისა ინფორმაცია დაცულია საქართველოს სიძველეთსაცავებსა და პირად ფონდებში, მათ შორის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში.“ წინამდებარე სტატიაში ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველთა მიგრაციის საკითხი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში შესწავლილია XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართული პრესის მიხედვით. ნაშრომში ისტორიული კომპარატივიზმისა და კონტენტ - ანალიზის მეთოდის გამოყენებით შედარებულია საკითხის შესახებ XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართულ პრესაში არსებული მონაცემები, გამოკვლეულია ქართველთა მიგრაციის მიზეზები, ჩრდილო კავკასიაში დამკვიდრებულ ქართველთა ეკონომიკური და კულტურული საქმიანობა, მათი წარმატებები და ბრძოლა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის. კვლევის საფუძველზე გამოტანილია დასკვნები, რომ მშობლიური ენისა და ტრადიციული კულტურის შენარჩუნებით ქართველები მტკიცედ ინახავდნენ ეროვნულ იდენტობას, რასაც ხელს უწყობდა ჩრდილო კავკასიელ ქართველთა უწყვეტი კონტაქტი მშობლიურ კუთხეებთან, მათ მიერ დაარსებული ქართული სკოლები და ქართული ეკლესია, რითაც ინარჩუნებდნენ სულიერი კულტურის ელემენტებს, მყარად იცავდნენ ეროვნულ-კულტურული იდენტობის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს: ქართული ენას, დამწერლობას,ლიტერატურას, ტრადიციულ ყოფას, ქართულენოვან თეატრალურ წარმოდგენებს და ა. შ. ჩრდილოეთ კავკასიაში მიგრირებულ ქართველთა კულტურულმა მოძრაობამ, მძლავრი იმპულსები მისცა ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებას.
Institution: Sokhumi State University
Language: English
Topic: Soviet and Russian History
Field: Social Sciences
Domain: Social Sciences
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402769598
