Work

The Importance of the Will From a Criminal and Criminological Point of View

Year: 2024
Type: article
Abstract: შესაძლებელია სხვადასხვა ადგილი მიუჩინოს სურვილს დანაშაულებრივ ქმედებაში დანაშაულის სხვადასხვა მოძღვრებამ და ზო­გი­ერთ ქვეყანაში მის შესაბამისად მიღებულმა კანონმდებლობამ. ასევე გან­ს­ხ­ვა­­ვებულად შეაფასოს მისი მნიშვნელობაც. შეიცვალოს სურვილის ად­გი­ლი და როლი დანაშაულის ცნებაში. ყველაფერი სურვილით იწყება. თუ არ არ­სე­ბობს სურვილი, მაშინ არც მისი შესაბამისი ქმედების ჩადენა ხდება. არ მო­ხ­დე­ბა ქმედების ჩადენა, არც მისი შეფასების აუცილებლობა იარ­სე­ბებს. თუ ვამბობთ, რომ თანამედროვე სისხლის სამართალი არის ქმედების სი­ს­ხ­ლის სამართალი, მაშინ ისიც უნდა დავამატოთ, რომ სისხლის სამარ­თ­ლი­სა­თვის მნიშვნელოვანია არა ნებისმიერი ქმედება, არამედ ადამიანის ნებით (სუ­რ­ვი­ლით) წარმართული ქმედება. მხოლოდ ასეთი ქმე­დება შეიძლება გახდეს სი­ს­ხლისსამართლებრივი შეფასების საგანი და უარყოფითად შე­ფა­ს­დეს, გა­ი­კი­ცხოს. ადამიანს ვერ გავკიცხავთ ისეთი ქ­მე­დე­ბისათვის, რომელიც მისი ნე­ბით, სურვილით არ ჩაუდენია. მხოლოდ ცოდნაზე ან მხოლოდ სურვილზე დაფუძნებული ქმედება ვერ გამოიწვევს სრულფასოვანი პასუხისმგებლობის საფუძველს. ქმედების ჩადენის დროს უნდა არსებობდეს როგორც მისი ჩადენის სურვილი, ისე მისი გონებრივი გაცნობიერება (ცოდნა). მხოლოდ ასეთი ქმედებისათვის შეი­ძ­ლე­ბა მოვთხოვოთ მის ჩამდენს პასუხისმგებლობა. სათანადო სურვილისა და ცოდნის გარეშე ჩადენილი ქმედება ვერ იქნება სრულფასოვანი ადამიანურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და შე­სა­ბამისად ვერც უარყოფით შეფასებას დაიმსახურებს სამართლებრივ-ნო­რ­მა­ტიული თვალსაზრისით.
Language: English
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402849546
FWCI:
Cites:
Cited by:
Related to: 10