Work

Parliament Elections of October 31, 2020 and Escalation of Political Situation in Georgia

Year: 2024
Type: article
Abstract: არჩევნები დემოკრატიული წეს-წყობილების უმნიშვნე­ლო­ვანესი შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეთა მიერ თავისი საარჩევნო უფ­ლე­ბების რეალიზაცია სახელმწიფოს მართვაში მათი მონაწილეობის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა, რადგანაც წარმომადგენლობითი ორგანოები გვე­ვ­ლინება სწორედ ხალხის სახელმწიფოებრივი ნების გამომხატველად. 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელი იყო. საარჩევნო კამპა­ნია ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა. ყველა პარტია თუ პარტიული ბლო­კი ძალისხმევას არ აკლებდა, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნა­წი­ლის მხარდაჭერა მოეპოვებინა და საარჩევნო მარათონზე წარმ­ა­ტე­ბი­სათვის მიეღწია. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ იმავე წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა, პარ­ლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. ყველაზე მეტი, 90 მან­დ­ატი (60 პროპორციული წესით და 30 - მაჟორიტარული), პარტია „ქართუ­ლ­მა ოცნებამ“ მოიპოვა. დანარჩენი მანდატები 8 პოლიტიკურ გაერთიანებას შორის განაწილდა. მათ შორის, ყველაზე მეტი, 36 მანდატი, პარტია „ნაციო­ნა­ლურმა მოძრაობამ“ მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ვითარება ძა­ლიან დაიძაბა. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ანტიდემოკ­რა­ტი­უ­ლი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ და მასთან ურთიერთობის გა­რკვევას მხოლოდ ქუჩის აქციებით ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა არჩევნები ლე­გი­ტი­მუ­რად ცნო, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონსესუსი ვერ შედგა. პო­ლი­ტიკურმა პროცესებმა ქვეყანაში უმართავი ხასიათი მიიღო, რაც ევ­რო­კა­ვ­შირის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ევროკავშირმა მედიატორის როლი იკი­სრა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საქართველოს მათი წარმო­მა­დ­გენლობა ეწვია. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მიღწეულ იქნა ორივე დაპირისპირებული მხარისათვის კომპრომისული შეთანხმება და, შესა­ბა­მისად, გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი.
Language: English
Open Access status: bronze
OpenAlex ID: W4402849740
FWCI:
Cites:
Cited by:
Related to: 10