Year: 2024
Type: article
Abstract: სახელმძღვანელო, კვების პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი, რეკომენდებულია აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტებისთვის და აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. სახელმძღვანელო მოიცავს კვების პროდუქტების, როგორც ნედლეულის, ასევე ტექნოლოგიური პროცესის და მზა პროდუქციის ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ- ქიმიური პარამეტრების განსაზღვრის თანამედროვე მეთოდების აღწერას, დემონსტრირებას და შესწავლას. კვების პროდუქტების ტექნოლოგიური და ქიმიური კონტროლი, უზრუნველყოფს ნედლეულის, ტექნოლოგიური პროცესის და მზა ნაწარმის მუდმივ კონტროლს. სისტემატური და სწორად ორგანიზებული საწარმოო კონტროლი საშუალებას იძლევა მზა ნაწარმის ხარისხი აკმაყოფილებდეს სტანდარტით დადგენილ ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლების საერთაშორისო ნორმებს. სახელმძღვანელოში განხილულია მარცვლეულის, ფქვილისა და პურის, ეთეროვანი ზეთების, ბრენდის, ლიქიორ-არყის, ყურძნის ღვინოების და ღვინომასალის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, ხორცისა და ხორცის პროდუქტების ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის მეთოდების ფართო სპექტრი, რომელიც პროდუქციის ხარისხის კონტროლის ძირითადი წყაროა და განაპირობებს კვების პროდუქტების ხარისხის საიმედობას და მაღალ ხარისხს.
Author: Lali Elanidze
Institution: Iakob Gogebashvili Telavi State University
Language: Georgian
Subfield: Food Science
Domain: Life Sciences
SDG: Zero hunger
Open Access status: gold
OpenAlex ID: W4399028003
