Work

Decorative Art of the Latvian SSR, Searching the Way Between Party-mindedness and National-mindedness

Year: 2024
Type: article
Abstract: სოციალისტური რეალიზმის ძირითადი პრინციპს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის მმართველი კომუნისტური პარტიის (პარტიული აზ­როვნების) მიერ შემოთავაზებული პოლიტიკური იდეალების რწმენა, რო­მელიც განზავებული იყო ეროვნულ ცნობიერებასა და იდეურობასთან (იდე-ო­ლოგიური შინაარსით). უკვე 1930-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირში ყოველი კულტურის მუშაკი ხელოვნების თითოეულ დისციპ­ლინაში მკაცრად უნდა მიჰყოლოდა სოციალისტური რეალიზმის მეთოდს. სოციალისტური რეალიზმის კანონი თანაბრად გამოიყენებოდა სახვითი ხელოვნებისთვის, ისევე როგორც გამოყენებითი ხელოვნებისთვის, რომლის სპეციფიკური ფუნქცია უნდა ყოფილიყო წმინდა უტილიტარული და­ნიშ­ნულება. საბჭოთა კავშირის ეროვნულ რესპუბლიკებში დეკორატიული ხე­ლოვნება, ჩვეულებრივ, ხალხური ხელოვნების ფორმებს ითვისებდა, 1960-იანი წლების დასაწყისიდან კი დეკორატიული ხელოვნება აღიქმებოდა საბ­ჭოთა კულტურის განუყოფელ კომპონენტად. ამ დროისათვის საბჭოთა კულტურის არსი უკვე ათწლეულების ჩამოყალიბებული იყო, ის შინაარსით სოციალისტური და ფორმით ეროვნული უნდა ყოფილიყო, რაც ხაზს უს­ვამდა ეროვნული ტრადიციების მნიშვნელობას. ამ პრინციპის განხილვა შესაძლებელი იყო სხვადასხვა, თუნდაც ძალიან განსხვავებული გზით, ამიტომ პარტიული პრინციპების ერთგულების პრობ­ლემა და ეროვნული გამორჩეულობის გამოვლენა თეორიული და პრაქ­ტიკული განხილვის ამოუწურავი თემა გახდა. კონცეპტუალური გაურკვევ­ლობა, ისევე როგორც ძალიან განსხვავებული ხედვები, შემოქმედებს, თე­ორეტიკოსებს, ასევე პარტიულ ჩინოვნიკებს შორის, არ იძლეოდა გამოყე­ნებითი ხელოვნების ერთიანი თეორიის შემუშავების საშუალებას. ზემო­აღნიშნული გაურკვევლობისა და აზრთა პლურალიზმის გამო გამოყენებითი ხელოვნების წარმომადგენელ მხატვრებს შეეძლოთ ესარგებლათ შემოქ­მედების გარკვეული თავისუფლებით, სოციალისტური რეალიზმის კანო­ნების პირდაპირი დარღვევის გარეშე. ნაშრომის ავტორი განიხილავს და აანალიზებს იმდროინდელ ლატ-ვიის სსრ-ში პროფესიული დეკორატიული ხელოვნების განვითარებას, ხე­ლოვნების თეორიის იდეოლოგიურ მიმდინარეობებს და ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობას.
Language: Georgian
Open Access status: diamond
OpenAlex ID: W4403517033
FWCI:
Cites:
Cited by:
Related to: 10