Work

თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ახალი გეოსტრატეგიული დილემა - ირან-ისრაელის ომის სავარაუდო კონტურები: მითი და რეალობა

Year: 2024
Type: article
Abstract: 2024 წელი დაიწყო სიტუაციის გართულებით ახლო აღმო­სავლეთში, როდესაც ერაყში მდგომარეობა გართულდა უკიდუ­რესად აშშ-ს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. მათმა კონფრონტაციამ მიაღწია უკიდურეს წერტილს და დროებით დასრულდა ე.წ. „პრესტიჟის ზავით“, რომელიც შეიძლება დიდ­ხ­ანს არ გაგრძელდეს. უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდება წა­რ­მოადგენს ამ კონფრონტაციის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ბუნებრივია, რომ სირიაში გადაიკვეთა ასევე ირანის გეოსტრატეგიული ინტერესებიც, რადგანაც თუკი ირანისთვის მო­კავშირე ალავიტური მმართველი ასადის დინასტიური რეჟიმი დაეცემა, მას მოყვება სუნიტური ორიენტაციის ისლამური რად­იკალური ჯგუფების გააქტიურება (ანუ გათამაშდება „ერაყული“ სცენარი, რაც გულისხმობს შიიტური მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა); აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ე.წ. „ანაკონდის“ სტ­რ­ატეგიის ხელშეწყობა (აშშ-ს ხელისუფლება, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაცია ცდილობდა ამ კონცეფციის „მარყუჟის“ გა­დ­მოსროლას სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც). ამ ეტა­პზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ისრაელ-ირანის ლოკა­ლ­ური ომის სავარაუდო პერსპექტივა, რადგანაც ისრაელი წარმოა­დგენს აშშ-ს სტრატეგიულ პარტიორს ახლო აღმოსავლეთში და ირან­ის­თვის კი ისრაელი წარმოადგენს დაუძინებელ მტერს, ჯერ კიდევ „ცივი ომის“ პერიოდიდან მოყოლებული. ამ ნაშრომში მო­კ­ლედ იქნება წარმოჩენილი, თუ როგორ შეიძლება განვ­ითა­რდეს ამ ომის სავარაუდო სცენარი
Language: Georgian
Open Access status: hybrid
OpenAlex ID: W4405201611
FWCI:
Cites:
Cited by:
Related to: 10