Work

კლასიკური ჩინური სამხედრო სტრატეგიების პროექცია პოლიტიკასა და კორპორატიულ ურთიერთობებში-შემთხვევათა ანალიზი

Year: 2025
Type: article
Abstract: კლასიკური ჩინური სტრატეგიები მსოფლიო ფილოსო­ფი­ური და ლიტერატურული აზროვნების განუყოფელი და ღირე­ბული მემკვიდრეობაა და შესანიშნავად აღწერს ერთ-ერთი ყვე­ლაზე ძველი და უწყვეტი ცივილიზაციის სამხედრო, პოლიტ­იკური და დიპლომატიური აზრის გრადაციის პერიპეტიებს. შინაარსობრივი მრავალფეროვნებისა და უნივერსალურობიდან გამომდინარე სტატიაში გაანალიზებულია ოთხი კლასიკური სტრატეგიის: ომის ხელოვნება, 36 ხრიკი, სიმას მეთოდები და 6 საიდუმლო სტრატეგიული სწავლება და მათი გამოყენება თან­ამედროვე ჩინურ პოლიტიკურ და კორპორატიულ ურთიე­რთ­ობ­ებში. შემთხვევათა ანალიზი დაფუძნებულია ხსენებული ოთხი ტექსტის კონკრეტული სტრატაგემების პრაქტიკულ-შინაარსო­ბ­რივ კვლევასა და მათ ადაპტაციაზე თანამედროვე ჩინურ პოლ­იტიკურ და კორპორატიულ ურთიერთობებში. საკითხის ამ პრი­ზ­მიდან გაშუქება ქართული აკადემიური სივრცისთვის წარ­მოა­დგენს სრულ სიახლეს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაო­დენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ჩინურ ბიზნეს თუ გეო­პოლიტიკური სტრატეგიის ფორმირების პროცესში ტრა­დიც­ი­ული ფილოსოფიური აზრი და მათი თანამედროვე ინტერ­პრე­ტაცია. შემთხვევათა ანალიზი მოიცავს ბოლო რამდენიმე ათე­ული წლის განმავლობაში გლობალურ პროცესებში ჩინურ კორპ­ორატიულ და პოლიტიკური მანევრების ხსენებული პრიზმიდან კვლევასა და მიზნად ისახავს კლასიკურ სტრატეგიებთან მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ჩვენებას.
Language: Georgian
Subfield: History
Open Access status: hybrid
OpenAlex ID: W4411004178
FWCI:
Cites: 2
Cited by:
Related to: 10