Year: 2025
Type: article
Abstract: ბათუმის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ნავსაყუდელს, პორტს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საკონტეინერო თუ საბორნე აღჭურვილობით. იგი ერთ-ერთი უძველესი პორტია შავიზღვისპირეთში, რომლის საწყისები უკავშიდრება რომის იმპერიის პერიოდს, ადრიანე მესამის მმართველობის ხანას. ბუნებრივ ღრმაწყლიან უბეში მდებარეობა, დიდტონაჟიანი გემების მიღების და არხის გარეშე პორტში შესვლის შესაძლებლობა (რაც ათავის- უფლებს გემმფლობელს დამატებითი გადასახადისაგან), სანაპიროდან დაცულობა და სხვა ფაქტორები ბათუმის პორტს სხვა პორტებთან შედარებით ანიჭებდა გეოსტრატეგიულ და ბუნებრივ უპირატესობას. ბათუმის საპორტო ქალაქად ქცევა ბევრად განსაზღვრა ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირების აუცილებლობამ. XIX საუკუნის 80-იან წლებამდე ბათუმის პორტში შედიოდა მცირე წყალწყვის გემები. რუსეთის იმპერიის მიერ ბათუმის დაპყრობის შემდეგ (1878 წ.) ქალაქი განვითარდა. ეტაპობრივად უმჯობესდებოდა ქალაქისა და ნავსადგურის ინფრასტრუქტურა. იმჟამინდელ მსოფლიოში ბაქო-ბათუმის, როგორც ერთ-ერთი პირველი მილსადენის მშენებლობამ და ამოქმედებამ კიდევ უფრო დააჩქარა პორტის განვითარება.პორტის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებდა ბათუმის ნავსადგურის საქმეთა წარმომადგენლობა. აჭარის საარქივო სამმართველოს ცენ- ტრალური სახელმწიფო არქივის ,,ბათუმის ნავსადგურის საქმეთა წარმომადგენლობის” ფონდში (ფონდი ი-17) დაცულია მრავალმხრივ საყურადღებო დოკუმენ- ტები ნავსადგურის განვითარებისათვის ამ სტრუქტურის საქმიანობის შესახებ. სტატიის მიზანია, ახალი საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანით, მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია ბათუმის ნავსადგურის საქმეთა წარ- მომადგენლობის საქმიანობის შესახებ 1896-1913 წლებში. საარქივო დოკუმენტების ანალიზი საშუალებას მოგვცემს გავითვალისწინოთ ნავსადგურის საქმეთა წარმომადგენლობის საქმიანობის როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ასპექტები.
Source: ARCHEION
Authors: Nino Gogitidze, Mzia Surmanidze
Language: Georgian
Subfield: Conservation
Field: Arts and Humanities
Domain: Social Sciences
Open Access status: hybrid
OpenAlex ID: W4415547933
