Work

ისრაელ-ირანის კონფლიქტი და ბირთვული უსაფრთხოების გამოწვევები

Year: 2026
Type: article
Abstract: 21-ე საუკუნეში მსოფლიოში მრავალი კონფლიქტი მიმდინარეობს, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და ასუსტებენ მას, რაც განაპი­რობებს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბების აუცილებლობას. ახლო აღმოსავ­ლეთის რეგიონი საუკუნეებია სამხედრო-პოლიტიკური და ასიმეტრიული საფრთხეების კუთხით საკმაოდ აქტიურ რეგიონს წარმოადგენს. რაც განპირობებულია რეგიონში და მსოფლიოში მიმდი­ნა­რე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფაქტორებით. ისრაელ-ირანის დაპირისპირება ათეუ­ლი წლებია გრძელდება, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა ირანის ბირთვული პროგრამის გააქტიურე­ბის და ბირთვული ბომბის შექმნის საფრთხის შემდგომ. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ისრაელ-ირანის კონფლიქტის დაწყების მიზეზების, ჩართული აქტორების და შედეგების კვლევა და ანა­ლიზი, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. ასევე, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება ბოლო წლებში. ნაშრომის კვლევის პროცესში გამოყენებულია ისტორიულ-აღწერილობითი, პოლი­ტიკის კვლევის, კონტენტ ანალიზი და შედარებითი კვლევის მეთოდი, რომელთა გამოყენების შედეგადაც მივიღეთ მნიშვნელოვანი დასკვნები. ნაშრომის თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს რეა­ლიზმის თეორია, სეკიურიტიზაციის თეორია, ძალთა ბალანსის თეორია, რეგიონული უსაფრთ­ხოების თეორია და ბირთვული დაშინების თეორია. კვლევის შედეგად გამოკვეთილია ძირითადი მიგნებები და ანალიზი ისრაელ-ირანის კონფლიქტის, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ამ ორი გეოპოლიტიკური მოთამაშის დაპირისპირება მნიშვნელოვან საფრთხეს და გამოწვევას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისათვის, სადაც საფრთხეების განზომილება ისედაც დიდია.
Language: Georgian
Open Access status: hybrid
OpenAlex ID: W7203665569
FWCI:
Cites:
Cited by:
Related to: 10