Work

ხელოვნური ინტელექტი და თანამედროვე ომი: სტრატეგიული რღვევა, ეთიკური დილემები

Year: 2026
Type: article
Abstract: სტატია იკვლევს ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციულ გავლენას თანა­მედ­როვე ომის ბუნებაზე, ქცევასა და შედეგებზე. სტატიის მიზანია წარმოადგინოს ხელოვნური ინტე­ლექტის როლი თანამედროვე ომში და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ფაქტორები. მოცემული კვლევის მთავარი კვლევითი კითხვაა: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტის ტექ­ნოლოგიების ინტეგრაცია ომის სტრატეგიულ, ეთიკურ და სამართლებრივ განზომილებებს და რა შედეგები მოჰყვება ამას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სამართლისთვის? სტატია აანალიზებს ძირითად კვლევით კითხვებს სეკურიტიზაციის თეორიის, პოლიტიკური რეა­ლიზ­მისა და ჰიბრიდული ომის გამოყენებით. კვლევა იყენებს პოლიტიკის ანალიზს, შინაარსობრივ ანალიზს და შემთხვევის შესწავლის მეთოდებს. ტექნოლოგიური დეტერმინიზმის, კონსეკვენცია­ლისტური ეთიკისა და სამართლიანი ომის თეორიის თეორიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით, კვლევა იკვლევს ავტონომიური იარაღის სისტემების განლაგებას, ხელოვნური ინტელექტით გაძლიერე­ბულ სამხედრო დაზვერვას და კიბერომის შესაძლებლობებს. დეტალური შემთხვევების შესწავლის გზით, მათ შორის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის, ისრაელის „რკინის გუმბათის“ და ნატოს „DIANA“ ინიციატივის ჩათვლით, სტატია აჩვენებს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტი­ლების მიღების პროცესებს, აჩქარებს შეიარაღების რბოლას და ეჭვქვეშ აყენებს არსებულ სამართლებრივ ნორმებს. ნაშრომში განხილულია და გაანალიზებულია ხელოვნური ინტელექტისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხი. დასკვნები ხაზს უსვამს გლო­ბალური მარეგულირებელი ჩარჩოების, ეთიკური ზედამხედველობისა და მრავალმხრივი თან­ამშრომლობის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელოვნური ინტელექტის პასუხის­მგებ­ლიანი გამოყენება სამხედრო კონტექსტში.
Language: Georgian
Open Access status: hybrid
OpenAlex ID: W7203707359
FWCI:
Cites: 3
Cited by:
Related to: 10