Year: 2026
Type: article
Study design: Observational Study
Abstract: მიზანი: თვალის დაავადებების ეპიდემიოლოგიური შეფასება საქართველოში მეთოდები: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემები დამუშავდა პროგრამების MS Excell-ისა და SPSS-ის გამოყენებით.შესწავლილ იქნა თვალის დაავადებების ინციდენტობის ავადობის უხეჩი მაჩვენებელი (Crude Rate) რეგიონების მიხედვით. შედეგები: თვალის და მისი დანამატების ავადმყოფობები: ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2007-2012 წლებში გვხვდება აჭარაში,შიდა ქართლში და მცხეთა-მთიანეთში. 2013-2019 პერიოდში- თბილისში6 718.5, იმერეთში5 233.3 და შიდა ქართლში 4 943.4. ხოლო 2020-2022 წლებში უხეში მაჩვენებელი მაქსიმალური გვხვდება იმერეთში 1 503.1 აჭარაში 1 455.5, შემდეგ ქვემო ქართლში 1 158.6. გლაუკომის დიაგნოზით 2007-2012 წლებში უხეში მაჩვენებლების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება სამცხე-ჯავახეთში 100 000 მოსახლეზე 178.3 შემთხვევა, იმერეთში 158.0 და აჭარაში 137.1. 2013-2019 წლებში გლაუკომის უხეში მაჩვენნებლები 100 000 მოსახლეზე იმერეთში 643.3, თბილისში 340.9 აჭარაში -361.0. 2020-2022 წლებში გლაუკომის მაჩვენებელი იმერეთში 84.4, თბილისში 83.9 შიდა ქართლში 79.9. კატარაქტის შემთხვევებს, უხეში მაჩვენებლების მიხედვით 100 000 მოსახლეზე, 2007- 2012 წლებში ყველზე მეტი შემთხვევა გვხვდება მცხეთა-მთიანეთში 542.0, შიდა ქართლში 428.2 და აჭარაში 403.3. 2012-2019 წლებში ყველაზე მეტი შემთხვევა გვხვდება იმერეთში 100000 მოსახლეზე -1 498.1, მცხეთა-მთიანეთში 1 167.4, თბილისში 1041.0 და სამეგრელო და ზემო სვანეთში 1 025.9. 2020-2022 წლებში ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში 319.9 და შემდეგ იმერეთში 234.0. აკომოდაციის და რეფრაქციის დარღვევები (H52) საქართველოში ეპიდემიოლოგია 2007-2012 წლებში ასე გამოიყურება, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე ფიქსირდებოდა აჭარაში 912.1 შემთხვევა, შემდეგ შიდა ქართლში 404.2 და იმერეთში 422.8. 2013-2019 პერიოდისთვის თბილისში 100000 მოსახლეზე - 3 162.2 , აჭარაში 1 552.9, და იმერეთი 1 411.7. 2020-2022 წლებში საქართველოში აკომოდაციის და რეფრაქციის დარღვევები (H52) დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება გურიაში 17.7 და მცხეთა მთიანეთში 27.8.
Source: Georgian Medical Journal
Authors: Salome Tabatadze, Nino Tkhelidze
Institution: Georgian National University SEU
Language: Georgian
Subfield: Ophthalmology
Field: Medicine
Domain: Health Sciences
Open Access status: hybrid
OpenAlex ID: W7204133544
